ზაზა ჭაია საზოგადოებას მიმართავს

პოლიციის პოლკოვნიკი,სამართალდაცავთა დაცვის ლიგის წევრი, ზაზა ჭაია საზოგადოებას გამოკვეთილად კი ჟურნალისტებს მიმართავს: 

“მოგონილი ტერმინის – ,,სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრებით და ,,სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქის” შექმნით, ადრე ოკუპანტი – საბჭოთა კავშირი ნაღმს დებდა და ბზარს უჩენდა საქართველოს გულს, დღეს კი ოკუპანტი – რუსეთის ფედერაცია ცდილობს ,,ისტორიული სამართლიანობის აღდგენას”, ,,სამხრეთ ოსეთის” ,,ჩრდილოეთ ოსეთთან” გაერთიანებას და თავის შემადგენლობაში შეყვანას, ხოლო ჩვენ ყველა ეთერში (დღეს, გუშინ, გუშინწინ), ამ მ ო გ ო ნ ი ლ ი ტერმინის გამოყენებით, უ ნ ე ბ უ რ ა დ, მტრის წისქვილზე ვასხავთ წყალს. არც საქართველოს, არც კავკასიის და არც რუსეთის ი ს ტ ო რ ი ა არ იცნობს არავითარ ,,სამხრეთ ოსეთს”. რუსეთმა 1921 წლის ანექსიის შემდეგ მოახდინა კავკასიონის ქედის ორივე კალთაზე მდებარე, საქართველოს ისტორიული კუთხის – დ ვ ა ლ ე თ ი ს (პირიქითა და პირაქეთა) ანექსია, ხოლო დღეს შ ი დ ა ქართლის ოკუპაციას ახდენს და ანექსიას ცდილობს. ამიტომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღსანიშნავად წ ა რ მ ო უ დ გ ე ნ ე ლ ი ა ტერმინების: ,,სამხრეთ ოსეთის”, ,,ოსეთის”, ,,ე. წ. სამხრეთ ოსეთის”, ,,ცხინავალის რეგიონის” გამოყენა, ასევე მ ც დ ა რ ი ა ტერმინი ,,სამაჩაბლოს” ხმარება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მხოლოდ მდ. ლიახვის შუა და ზემო ხეობას მოიცავს და ოკუპაციის მთლიან მასშტაბს აშკარად ვერ ასახავს. ამის გათვალიწინებით, უმორჩილესად გ თ ხ ო ვ თ, ქართლში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას ვუწოდოთ – შ ი დ ა ქართლი (XVI ს-ან ერქვა ზ ე მ ო ქართლი, XVII ს-ან დღემდე შ ი დ ა ქართლი), რითაც გარდა იმ დიდი საქმისა რასაც თქვენ ოკუპაციის წინააღმდეგ უკვე აკეთებთ, მტერს კიდევ უფრო გაურთულებთ თავის ავი ზრახვების აღსრულებას!-წერს პოლიციის პოლკოვნიკი,სამართალდაცავთა დაცვის ლიგის წევრი, ზაზა ჭაია.

banner
წინა სტატიაში“სი ეი ინთერნეიშენალის” არაფორმალური წილის მეპატრონე აკრედიტაციის ცენტრის დირექტორია
შემდეგი სტატიაპროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა