შვილმოკლული მამების აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

შვილმოკლული მამების აქციაზე პარლამენტის წინ ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ფიზიკური დაპირისპირება ზაზა სალარიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ მომხრეებსა და პოლიციას შორის კარვების გაშლის გამო მოხდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე კარვების გაშლის მცდელობას მორიგი შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთის წინაც მოყვა.

ამინდის გაუარესების გამო კარავი ადგილზე ახალგაზრდებმა მიიტანეს და მათი გაშლა სცადეს, რის უფლებაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა.

ამ წუთებში ვითარება სტაბილურია, მაგრამ კარვები გაშლილი არ არის. ამის მიუხედავად, ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი და მათი მხარდამჭერები კიბეებზე რჩებიან და ღია პროტესტს აგრძელებენ.

ამ წუთებში კი შვილ მოკლული მამებთან მხარდაჭერის გამოსახატად პოლიტიკოსები მივიდნენ. პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიშვილმკვდარმა მამებმა პოლიტიკოსებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე მასალებს აგროვებს, თუ როგორ გაყალბდა მისი შვილის მკვლელობის საქმე