შვედეთის NATO-ს წევრობაზე თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება – ანდერსონი

შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

“ჩვენ გვქონდა დისკუსიები, დიალოგი თურქეთთან და ეს დიალოგი გაგრძელდება. თურქეთთან შემდგომ კონსტრუქციულ შეხვედრებს მოუთმენლად ველი.

თურქეთის შეკითხვებსა და მოთხოვნებს პირდაპირ ვუპასუხებთ. ასევე, რა თქმა უნდა, მოვაგვარებთ ნებისმიერ საკითხს ან გაუგებრობას, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას”. – თქვა ანდერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე: გარკვეული გამოწვევების მიუხედავად ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ვალის საკითხზე შემუშავებული რეკომენდაციები ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება