ირაკლი კოვზანაძე: გარკვეული გამოწვევების მიუხედავად ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს

„კოვიდპანდემიის შოკის შედეგებმა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენამ გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების კარგი მაჩვენებლები გვაქვს,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს.

„სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, რომელიც ძირითადი ინდიკატორია და გვაჩვენებს რა სიტუაცია გვაქვს არა მხოლოდ ფისკალური არამედ მაკროეკონომიკური კუთხით – გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა და გადასახადებიდან შემოსავლებმა 3 მლრდ. 688 მლნ. 100 ათასი ლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4 მილიარდ 826 მილიონ 100 ათასი ლარია.“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4 მლრდ. 266 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 93.9%-ია, ანუ 275 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლები.

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა გაგლოევის მიერ ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებაზე: ჯანსაღი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაშვედეთის NATO-ს წევრობაზე თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება – ანდერსონი