შვედეთის ელჩი – სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად… შვედეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

ულრიკ ტიდესტრომმა კომიტეტის სხდომაზე შვედეთის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი. გასული ორი ათწლეულის მანძილზე ფინანსურად თუ პოლიტიკურად ვმონაწილეობდით თქვენს განვითარებაში. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩართულობის დონეც ასევე მნიშვნელოვანია. შვედეთისთვის აქ ორი ნიუანსია – პირველი – უპირობო დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რათა საქართველომ აირჩიოს უფლება მისი მომავალი შეარჩიოს და შემდეგ გადაუწყვეტელი კონფლიქტები საერთაშორისო მასშტაბზე გამოტანა, საქართველოს მეგობრებთან ამის განხილვა.

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად. ჩვენ წამოვიწყეთ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებით დაბოლოვდა საქართველოსთვის. ასევე გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა 20-ზე მეტი წლის მანძილზე საქართველოში. რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით შვედები ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში. ჩვენ ორმხრივად დავაბანდეთ მილიონობით ლარი სხვადასხვა განვითარების პროგრამებსა და პროექტებში. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უფრო ვაძლიერებთ, გვაქვს ახალი სტრატეგია 2027 წლამდე ჩვენი რეფორმების მხარდაჭერასთან მიმართებაში. ჩვენი ყურადღებისა და ფოკუსის ქვეშ ვამყოფებთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ღირებულებებს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ინტეგრაცია ევროკავშირთან. ეს ყველაფერი უკავშირდება ევროინტეგრაციის რეფორმებს და საქართველოს განვითარებას ამ მიმართულებით. შვედეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომა ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება, ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის
შემდეგი სტატია“საქართველოს მთავრობა პრორუსულობის სულ უფრო მეტ ნიშანს ავლენს” – ფრანგული მედია