შტაინმაიერი: საქართველოს ვიზლიბერალიზაციის ლოგიკურ დასასრულს სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ

შტაინმაიერმა მოსკოვს და ვაშინგტონს მოუწოდა სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზები გამონახონ

მაქსიმუმს ვაკეთებთ გერმანიაც და ევროკავშირიც, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასასრული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მხოლოდ გერმანიაზე არ არის დამოკიდებული.

“მაქსიმუმს ვაკეთებთ გერმანიაც და ევროკავშირიც, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასასრული. ეს მხოლოდ გერმანიაზე არ არის დამოკიდებული და დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურებთან. იმედი მაქვს, რომ ეს პროცედურები დასრულდება ივლისის ბოლოს, ხოლო ვიზლიბერალიზაციის ლოგიკურ დასასრულს უნდა ველოდეთ სექტემბრის მეორე ნახევარში“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

banner
წინა სტატიაშიერთიან ეროვნულ გამოცდებზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა