შსს ზაზა სარალიძის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტრის მირ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე, ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიცესკო პრეზიდენტის არჩევნების დღეს, საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაოთხი წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა