შსს-თან პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს აკავებს

შსს დაკავება აქტივისტები

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტების დაკავება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია 18:00 საათზე დაიწყო. ისინი დღეს, 14 აპრილს დაკავებულ გიორგი მუმლაძის გათავისუფლებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით აქტივისტებს ძალადობრივად აკავებენ.

სამართალდამცველებმა დღეს, 14 აპრილს, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი, ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერების გაკეთების გამო დააკავა, მათ შორის გიორგი მუმლაძეც. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ. 5-ვე აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ )პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგერმანიაში თანხმობა განაცხადეს “ასტრა-ზენეკას” მეორე დოზის ვაქცინა შეუცვალონ ახალგაზრდებს
შემდეგი სტატიაკელი: შეშფოთებული ვიყავი მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს