შსს თბილისში სამართალდამცავთა მობილიზების შესახებ განმარტებას აკეთებს

შსს-ში თბილისში სამართალდამცავთა მობილიზების შესახებ განმარტებას აკეთებს.

„ორი დღის წინ შსს-ში იმყოფებოდნენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ. შესაბამისად, კანონის თანახმად, შსს უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს არის კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც წინასწარ, ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევებში, საზოგადოების და მათ შორის, ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად. აღნიშნულ უფლებამოსილებებს პოლიცია ახორციელებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების შესაბამისად, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კონგრესმენი ჩამოვიდა, რომელიც ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას ითხოვდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: 8 ოქტომბერი საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება