შსს საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირევით განცხადებას ავრცელებს.განცხადებას ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე – „დინამო არენა”, საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ ფეხბურთის
მატჩთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან, თამაშის დასრულებამდე სტადიონის
მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ:

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება გ. ცაბაძის ქუჩის და სანაპიროს
კვეთიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით, ყიფიანის და ბათუმის ქუჩების
კვეთიდან ყიფიანის ქუჩაზე, ქუთაისის და ა.წერეთლის ქუჩების კვეთა,
ავტომანქანები იმოძრავებენ წერეთლის ქუჩიდან, ქუთაისის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ა.წერეთლის და ვახუშტის ქუჩების კვეთაზე და
ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ვახუშტის ქუჩიდან წერეთლის მიმართულებით,
მეტროსადგურ “დიდუბისკენ”.

ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება თევდორე მღვდლის და გ.ცაბაძის
ქუჩების კვეთაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაკადი იმოძრავებს აბასთუმნის
ქუჩის მიმართულებით.

ასევე, დაიკეტება წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების კვეთა და
ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა
შეიზღუდება თამარ მეფის გამზირის და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე,
თამარ მეფის ხიდიდან გადმომსვლელი ნაკადი იმოძრავებს თბილისი ცენტრალის
მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თამარ მეფის ხიდიდან დავით
აღმაშენებლის გამზირის გავლით გ.ცაბაძის ქუჩისკენ.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიციის
თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე
განახლდება.”-ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგიორგი მუხიგულაშვილი: ბატონო გიორგი, კადრებს მიხედეთ კადრებს !!!!!
შემდეგი სტატიამერიკო გუბელაძე: მიმტანს ვთხოვე გაკიდებოდა და იდი ნა@@თქო მიეძახა…