შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიოდან გათავისუფლდა

”ქართული ოცნების” წარმომადგენლების უკანონო მოსმენების საქმეზე მსჯავრდებულმა შოთა ხიზანიშვილმა საბყრობილე დატოვა.

ხიზანიშვილს 2016 წელს სასამართლომ ხიზანიშვილს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მას პატიმრობის ¼ და საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა. საბოლოოდ, შოთა ხიზანიშვილს თავისუფლება 1 წლით და 4 თვით აღეკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ. საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამეჭიაური საზოგადოებას უცენზურო სიტყვებისთვის ბოდიშს უხდის