შსს-ს გენინსპექციაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გენინსპექცია დატოვა.
როგორც უწყებიდან გამოსულმა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო სასამართლოში გუშინ მომხდარ ფაქტს.

“დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ ჩავედით დარბაზში. მე როგორ ჩავედი და ზვიადი როგორ ჩამოვიდა. მეთვალყურეობის ქვეშ რომ დარჩა… გამორჩათ თუ არა პოლიციელებს. პოლიციელებს რა მიზანი ჰქონდათ, ვერ გეტყვით. მერე საიდან მოუარათ, რომ თითქოს ზვიადის აყვანის ბრძანება მოსამართლეს მოუვიდა. არანაირი მსგავსი ბრძანება არ ყოფილა. თვითონ მოუარათ თავში, თუ ვინმემ ბრძანება მისცა, რატომ დადის ზვიად კუპრავა თავისუფალიო, ვერ გეტყვით. ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდენილია, ყველა ტელევიზიას აქვს კადრები”- თქვა სარალიძემ.

მისი თქმით, მომხდარს აუცილებლად მისცემენ სამართლებრივ ფორმას.

რაც შეეხება აქციის შეწყვეტას, სარალიძე ამბობს, რომ აქცია არ შეწყვეტილა და ის ყველა იმ ადამიანთან მივა, ვინც გადაწყვეტს ქუჩაში გავიდეს და პროტესტი გამოხატოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მეხანძრე – მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს