შსს-მ ზუგდიდში ცხოველის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ზუგდიდელმა ახალგაზრდამ დასახიჩრებული ძაღლი ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა და შესაბამისი ფოტო და სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ძალიან ვწუხვარ ამ სურათის დადება რომ მიწევს. ძალიან მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით მიუსაფარი ცხოველები. ძაღლს ყბა მოტეხილი აქვს,კიდურები მოჭრილი და დამდუღრულია 😞 როგორც გავიგე ეს კონკრეტული შემთხვევა ზუგდიდში მოხდა, მაგრამ ეს ყველგან ხდება. სტერილიზაცია/კასტრაცია გაუკეთეთ შინაურ ცხოველებს ამით სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ მათ. თანაც ქუჩის ცხოველებს მისცემთ შანსს, რომ ისინი ვინმემ ,,იშვილოს”. თქვენი კატების/ძაღლების შვილები,რომლებსაც სახლში არ იტოვებთ და სამეგობროში ,,არიგებთ” მიუსაფარ ცხოველებს სიცოცხლის შანსს უკარგავს.”,-წერს იგი.

შს სამინისტროში “თაიმერს” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“
შემდეგი სტატიაყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა და იქ გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს