ყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა და იქ გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს

ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა დღეს საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იმყოფებოდა. ანდრია ჯაღმაიძემ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ადამიანების საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.

როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, ყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა და იქ გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს.

„ჯერ თავად ეპარქიაში უნდა იქნეს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, საპატრიარქო ამაზე ვერ იმსჯელებს. საპატრიარქო ვერ ჩაერევა ამაში, ეს შესაძლებელია თავად ეპარქიის მღვდელმთავარმა ან სინოდმა გადაწყვიტოს. შეუძლია ეპარქიის ხელმძღვანელს სინოდზე გამოიტანოს ეს საკითხი“, – განაცხადა ჯაღმაძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში სინოდის კრება არ არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა სასულიერო პირმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს რამდენჯერმე ესროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა კი ურთიერთდაპირისპირების შემდეგ მოხდა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას პატიმრობა შეეფარდა.

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ზუგდიდში ცხოველის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიამედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა