შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ლევან ქ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს თბილისში ფარმაცევტული კომპანია “ჯი-პი-სი”-ს აფთიაქი დააყაჩაღა.
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლევან ქ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 700 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ლევან ქ-მ 18 დეკემბერს, თბილისში, ვანის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია დააყაჩაღა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარამდე თანხა გასტაცა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის სამეფო ოჯახის სახალისო ფოტოები
შემდეგი სტატიაბუდაპეშტის ქუჩაზე წუხელ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა