შსს-მ „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე.წ.სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ,,ლურჯ მარკეტს” ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით“ მიმდინარეობს, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივატო შაქარიშვილი : სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდა მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტში წარადგინა
შემდეგი სტატია,,საქართველოს რკინიგზის” განცხადება