შსს-მ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა.

განახლებული იზოლატორები დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი გამეზარდაშვილმა დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, განახლებული ობიექტები დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობების და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში, ასევე გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ორივე იზოლატორში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, იზოლატორების რეაბილიტაციის მიზანი დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაა.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია“მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ – ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სინოდს აკისრებს