მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება
შემდეგი სტატიაშსს-მ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები განაახლა