შსს-მ ქუთაისში დაცვის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა პნევმატური იარაღით მოქალაქე სცემა. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე გუშინ მოხდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია ერთი პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ადასტურებენ, რომ ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
შემდეგი სტატიაცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა