შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2019 11:14

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო

სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის შემთხვევაში კი

სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე, სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

„კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2019 11:14

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


7,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics