შსს-მ მარნეულში ჰეროინი ამოიღო

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაკირ ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით გარდაბანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში შეფუთული, 0,47 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,18 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბაკირ ბ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადღეს პეკინის ქუჩა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება