შსს-მ ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკაცო, მე პარტია გირჩთან და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე
შემდეგი სტატიარუსული ავიადაბომვის შედეგად ალეპოში 22 ადამიანი დაიღუპა