შსს-მ გამოძიება დაიწყო დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა და მოგვიანებით ვიდე მიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მას სოფელ ბობნევში 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.

banner
წინა სტატიაში,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე ინიშნება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია – დიმიტრი ლეჟავას მრჩევლად დანიშვნისას ადმინისტრაციამ მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა