შსს-მ ჩაქვში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული მამია ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამია ა-მ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლში, ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, 1975 წელს დაბადებულ ლექსო ზ-ს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამია ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში წყალტუბოში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ლორთქიფანიძე: ცვლილებები რომ მოხდება, დარწმუნებული ვარ
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი: იუსტიციის საბჭოდან პრემიების შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მივიღე