შსს-მ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2019 10:51

შსს-მ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ.

გამოძიების ინფორმაციით, ა.ძ.-მ ბათუმში, ერთერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. იგი სუფსაში აიყვანეს და ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

რაც შეეხება მ.ბ.-ს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

region
ავტ.: region სექტემბერი 14, 2019 10:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,073
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics