შსს-მ ანაკლიაში, თბილისსა და აჭარაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ღონისძიებები გაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
შეურიგებელ ბრძოლას- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
უფროსმა – მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგი განაცხადა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში,
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და
საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა
და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი
სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე,
სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს
შემდეგი სტატია8 თვეში საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა