(+ვიდეო) შსს-მ 2009-2011 წლებში გადამალული დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთოხების სამსახურთან და პროკრატურასთან ერთად, დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

ამოღებულია  ფეთქებადი  ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, იარაღის გადამალვა 2009-2011 წლებში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შსს სამინისტრო შესაბამის ვიდეომასალაც ავრცელებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=V5n3TlurQXc

banner
წინა სტატიაში“იმდენად მშვიდი საარჩევნო გარემოა, რაღაც პერიოდში მეგონა, რომ არ ტარდებოდა არჩევნები”
შემდეგი სტატია(+ფოტო) საქართველოს პრემიერ-მინისტრი UEFA-ს ახალ პრეზიდენტს შეხვდა