შსს: ინფიცირებული ტაქსისტი თანმხლებთან ერთად დავაჯარიმეთ

region
ავტ.: region დეკემბერი 4, 2020 19:09

შსს: ინფიცირებული ტაქსისტი თანმხლებთან ერთად დავაჯარიმეთ

სამართალდამცველებმა ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები დააჯარიმეს. შსს-ს ცნობით, ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

“1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით – ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა” – აცხადებს შსს.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

region
ავტ.: region დეკემბერი 4, 2020 19:09

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics