შსს-დავაკავეთ ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და კრიმინალური ავტორიტეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და კრიმინალური ავტორიტეტი ქურდული სამყაროს წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და ‘ქურდული სამყაროს’ წევრები – ლ.ბ. და კ.კ. ‘კანონიერი ქურდების’ მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და ‘ქურდული გარჩევის’ გზით, ‘კანონიერი ქურდების’ დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიათბილისში მტკვრიდან გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს