შშმ პირთა სპორტის ფესტივალი – „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა

„თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პარასპორტის ფესტივალი სახელწოდებით – „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა.

ფესტივალი მიზნად ისახავს შშმ პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, თვითრეალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ფესტივალის ფარგლებში, პარასპორტის ცხრა სახეობაში ერთმანეთს 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენი შეეჯიბრა.

გამარჯვებულები მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დათბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა დააჯილდოეს.

ფესტივალის ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ არიან.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე: ახალი გადასახადის საჭიროების შემთხვევაში სასურველია, მისი გადახდა შეძლებულ ფენას დაეკისროს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა სოფლებში კულტურულ-სადისკუსიო ცენტრები შექმნა