“შს მინისტრი პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა”- ვოლსკი

უახლოეს დღეებში, პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ მოსმენას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის თქმით გიორგი გახარია პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია:
„შს მინისტრი პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია. ყველა დეტალთან დაკავშირებით გვექნება ზუსტი ინფორმაცია. მე ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მისცა, თუმცა ოპოზიციას აქვს დამატებითი კითხვები და ხედვები და მათი გაზიარებაც არ იქნება ურიგო“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ზაჰესში – მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა
შემდეგი სტატია“ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია” – ჯანელიძე