შს მინისტრი კენეტ მეიერსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დირექტორ კენეტ მეიერსს შეხვდა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ქიმიურ, ბირთვულ, რადიაციულ და ბიოლოგიურ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წვლილზე საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

“ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ საქართველოს მთავრობის წარმატებითა და თქვენთან ურთიერთობით. თქვენი ქვეყანა არის სანიმუშო მაგალითი რეგიონში უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კუთხით”, – აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დირექტორმა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა კენეტ მეიერსი 2016 წელს საქართველოში, “ქიმიური, ბიოლგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე” ოფიციალურად მიიწვია.

banner
წინა სტატიაში2016 წელს 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა