შს მინისტრი – არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში

შს მინისტრის განცხადებით, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა ქუჩებში თვალშისაცემი იქნება. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ეს არ შეეხება საარჩევნო უბნებს. მისივე თქმით, სამინისტრო არ დაუშვებს დესტაბილიზაციას და ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება აღკვეთილი იქნება:

”ჩვენ საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის პოლიცია ვართ. იმისთვის, რომ მოგვიანებით მავანთა მიერ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა უფრო მეტი და თვალშისაცემი იქნება ქუჩაში, თუმცა არა საარჩევნი უბნებში ან უბნების ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ განვახორციელებთ უფრო აქტიურ პატრულირებას. რეაგირება იქნება მკაცრი. პირადად მე და შსს-ს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობას. ძალადობის ნებისმიერი გამოვლენის დაუყოვნებლივ აღკვეთა მოხდება. გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ყველა ინსტრუმენტს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ფიზიკური დაპირისპირება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში“თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის შესახებ – ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს