ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის შესახებ – ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს

მგონია, რომ ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს, – ასე ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის პროტესტს.
ჯეჯელავას თქმით, ის ეთანხმება პროტესტის შინაარს, თუმცა არა რადიკალურ ფორმებს.
„ამაზე მეტი ავტომონომია რა უნდა იყოს, აქ ვდგავართ და საშუალება აქვთ ისაუბრონ. სწორედ ამას ვაპირებთ, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მეტი ავტონომია, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება. გვჯერა, რომ ეს ხალხი არის ის, ვინც ირჩევს რადიკალურ ფორმას, მაგრამ მათი შენიშვნების შინაარს იზიარებს. თუკი ჩვენთან ერთად იმუშავებენ, ყველაფერს მივაღწევთ. ახლა კი მგონია, რომ ღია კარის მტვრევას ჰგავს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართავენ, ხოლო მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე უნივერისტეტის რექტორი მათ უკან უნივერისტეტის დაცვის თანხლებით დგანან.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი – არჩევნების დღეს პოლიციელების რაოდენობა თვალშისაცემი იქნება ქუჩაში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ჯარისკაცებს – გული სიამაყით გვევსება, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს პატარა ქვეყანას