შპს “ჰიგიენას” ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის მითვისების ბრალდებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს.
ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აავრცელებს.

ბრალდებულის დაკავებისას ამოღებული თანხის ნაწილი ამოიღეს. სასამართლომ უკვე იმსჯელა აღმკვეთ ღონისძიებაზე და ბრალდებულს პატიმრება შეეფარდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშისასაცილოა, როდესაც მამა გიორგი ბრალდებულია, ხოლო შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული – გიორგი ფაბცულაია
შემდეგი სტატიაფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ბრალს არ აღიარებს