ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ბრალს არ აღიარებს

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კონკრეტული იმპორტიორების ლობირების გამო დააკავეს, ბრალს არ აღიარებს.
ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი არ გააჩნდა.

“დანაშაულის ჩადენის არავითარი მოტივი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ გააჩნდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდება არასწორად მოხდა. სამართალდამცველებმა დაკავების მოტივად განაცხადეს, რომ მაჭარაშვილს თავისუფლების პირობებში გამოძიებისთვის ხელის შეშლა შეეძლო, რეალობას მოკლებულია”, – განაცხადა ადვოკატმა.

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშპს “ჰიგიენას” ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატიავიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი-ხალვაში სტრასბურგის სასამათლოს ზეწოლის შესახებ საბუთებს წარუდგენს