შოთაძე – რუსთავი 2-ის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

პროკურატურაში რუსთავი 2-ის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს – ეს განცხადება დღეს მოქმედი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ და მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

შოთაძე აცხადებს, რომ საქმეზე რამდენჯერმე ქიბარ ხალვაში მოწმის სტატუსით დაკითხეს.

დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ნაღდი ანგარიშწორებით გადაიხადა ფული 7 მილიონის ოდენობით რუსთავი 2-ის შეძენისას, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებითაც მუშაობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი ბრიტანეთის ელჩად მიდის
შემდეგი სტატიაბაღდათში მდინარე ხანისწყლის ნაპირგამაგრება დასრულდა