“შოთაძე იყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა საკუთარი თამაშისთვის”-სალომე სამადაშვილი

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენება საკმარისი არ არის-ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა. სამადაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი შოთაძემ ე.წ. თამაშში რიგითი “ინსტრუმენტის” როლი შეასრულა.

სწორედ ამიტომ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ირაკლი შოთაძის არ არის საკმარისი და სხვა პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ჩვენ თავს ვერ მოვიტყუებთ იმით, რომ მხოლოდ პროკურატურის და მხოლოდ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ის იყო ერთ-ერთ ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა საკუთარი თამაშისთვის. დიახ დავაყენოთ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი და ამავდროულად თავი არ მოვიტყუოთ და პასუხისმგებლობა პოლიტიკური მოვთხოვოთ პირველ რიგში იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და აყენებს მსგავს პოლიტიკურ დაკვეთებს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ პატრიარქი მოინახულა
შემდეგი სტატიაივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 20-მდე ხეს ამზადებენ