ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 20-მდე ხეს ამზადებენ

სოფელ ნატანებიდან შეკვეთილში, ივანიშვილის “დენდროლოგიურ” პარკში კიდევ 20-მდე ხეს გადარგავენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ხეების გადასატანად მზადება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე, ქარსაცავი ზოლის ხეების ტოტების მოჭრა მიმდინარეობს.

სამუშაოებს ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახური აწარმოებს. ადგილობრივთა განცხადებით, მათ უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ 22 თებერვალს ელექტროენერგია და გაზი გაეთიშებათ. ისინი ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად ივანიშვილის “დენდროლოგიურ” პარკში ხეების გადატანას მიიჩნევენ.

მოსახლეობის განცხადებებს არ ადასტურებენ კომპანია “ზიმოში” . კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ხეების გადატანისთვის სხვა შემოვლითი გზით სარგებლობენ და არანაირი კავშირი არ აქვთ იმ სამუშაოებთან, რომელიც ქარსაცავ ზოლში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“შოთაძე იყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა საკუთარი თამაშისთვის”-სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის ახალ ადვოკატს შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს