შოთა შალელაშვილი: 2017 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის გამოცოცხლების წელი იყო

მინდა მოკლედ შევაფასო, თუ როგორი იყო 2017 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის. ზოგადად იყო გამოცოცხლების წელი, რაც ძირითადად ჩვენს რეგიონში გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა. თუმცა, ფასების ზრდა და ლარის კურსის მაღალი მერყეობა ისევ მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. უფრო მეტი შიდა ეკონომიკური აქტიურობა გვჭირდება, რომ ეკონომიკური განვითარება, ფასების დონე და ვალუტის კურსი მდგრადი იყოს.
შარშან ამ დროს, 2017 წლისთვის 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მოველოდით, თუმცა იანვარ-ნოემბრის მონაცემებით ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. წელს პროგნოზი 4.5%-ია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, დაბალი ზრდის მაჩვენებელი არ დაფიქსირდეს.
ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 29%-ით გაიზარდა, თუმცა იმპორტიც გაიზარდა 9.4%-ით. თანხობრივად თითქმის თანაბრად გაიზარად ექსპორტი და იმპორტი.
საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა, 7.6 მილიონი ადამიანი გვესტუმრა. ტურიზმიდან შემოსავალში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ზრდა გვაქვს.
საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები 20%-ით, 228 მილიონი დოლარით გაიზარდა.
უცხოურ ინვესტიციებზე ცნობილია 3 კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით ინვესტიციები 3%-ითაა გაზრდილი, ჯამში 1.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ბიუჯეტის გეგმები გაიზარდა. განსაკუთრებით ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში გვაქვს.
როგორც აღვნიშნე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ინფლიაცია, რომელიც გასულ წელს დაახლობით 7% იყო და ლარის კურსის მერყეობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აზარალებს. ასევე, პრობლემაა უმუშევრობის მაღალი დონე. ამიტომ, ჩვენი შიდა წარმოების მნიშვნელოვნად ზრდა, მათ შორის საექსპორტო პროდუქციის ზრდა არის უმნიშვნელოვანესი, რომ მომავალში ფასები და ლარის კურსი სტაბილური იყოს, უმუშევრობა სწრაფად შემცირდეს. ამ მიმართულებით გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, განვითარების დღევანდელი ტემპი საკმარისი არ არის.

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: უდანაშაულო ირაკლი ჩხვირკიამ რა დააშავა “გულკეთილებო” – ჯანმრთელი როა?!!!!
შემდეგი სტატიაერდოღანმა სირიაში აშშ-ს პარტნიორების დაბომბვა დაიწყო (ვიდეო)