შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა

ე.წ. ციანიდის საქმეზე, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. ამის შესახებ რუსთავი2-ს საპატრიარქოს იურისტმა განუცხადა. ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა, თუმცა როდის დაკითხავს გამოძიება პატრიარქის მდივან-რეფერენტს უცნობია. ქარჩავა ამბობს, რომ დეტალები ამ დრომდე ზუსტდება.

„ზუსტდება გარემოება ჯერ კიდევ, სავარაუდოდ მოხდება და სავარაუდოდ ერთად წავალთ. დაბარებულია, უბრალოდ ჯერ არ ვიცი დრო, სად, რა, როგორ,“-განაცხადა კურიერთან საუბრისას საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილი პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საპატრიარქოში არ გამოჩენილა
შემდეგი სტატიაოხანაშვილი საპატრიარქოში გუშინ იმყოფებოდა-ფოტო მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციას უარყოფს