შოლცი – რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა.

შოლცის თქმით, ბერლინი ამაზე დიდი ხანია საუბრობს მოკავშირეებთან და ეს ასევე ეხება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას.

შოლცმა კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის გაყინვაზე და რუსეთის მტაცებლური დარბევის ლეგიტიმაციაზე.

„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და, ცხადია, ეს არის მისი გეგმა ბელარუსის მიმართაც“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიებზე კონკრეტული საუბარი.

„ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს ძალიან კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მკაფიოები ვიყოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და რომ ჩვენ არ დავთანხმდებით თავს მოხვეულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“, – აღნიშნა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის გათავისუფლებით ვითარების აყირავების იმედი ჰქონდათ, ამიტომ ჩართეს საქმეში ლამის ნახევარი მსოფლიო – კობახიძე ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა