ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინაში ჩავიდა, რათა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარება შეისწავლოს. ამასთან, როგორც ცნობილია, გროსი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა უკრაინაში მორიგი ვიზიტი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 6 ივნისს რუსულმა ძალებმა კახოვხკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

სააგენტოს ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს წყალი კახოვხკას ჰიდროელექტროსადგურიდან მიეწოდებოდა, კაშხლის აფეთქების გამო კი მდგომარეობა შესაძლოა კრიტიკული გახდეს.

banner
წინა სტატიაშიშოლცი – რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა
შემდეგი სტატიათან მოგიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, თან გაიწვიეს ელჩი – ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა, ჩვენ ვართ იმ იდეის ერთგული, რასაც ჰქვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს – კობახიძე