შოლცი EU-ს კალინინგრადში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბალტიის რეგიონში დაძაბულობის შემცირების მოტივით, ლიტვასა და ევროკავშირს კალინინგრადში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა.

შოლცმა მადრიდში, NATO-ს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელი ჩარჩოებისა და წესების დადგენა ევროკავშირის პრეროგატივაა, თუმცა ამ შემთხვევაში, შოლცის თქმით, საქმე რუსეთის ორ ნაწილს შორის მოძრაობას ეხება.

“ევროკავშირის წესები ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ამ შემთხვევაში საქმე რუსეთის ორ ნაწილს შორის მოძრაობის შეფერხებასთან გვაქვს”. – თქვა შოლცმა.

შოლცის აზრით, ევროკავშირის სანქციები რუსული საქონლის წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ეს საქონელი ბლოკში არა იმპორტის, არამედ მხოლოდ ტრანსპორტირების სახით შედიოდა.

“მჯერა, რომ ყველა ჩართული მხარე კონფლიქტის დეესკლაციისთვის დიდ ძალისხმევას დებს”. – თქვა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადიდ დიღომში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს – გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა