შიშის, ტერორის, წნეხისა და ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანები ვერასდროს შექმნიან თავისუფლებისა და სიყვარულის შესახებ ოდებს, რაც ყველა ქრისტიანისთვის ასე ძალზედ აუცილებელია

წლებია სასულიერო აკადემიის ადმინისტრაციასა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ამხელენ სტუდენტები უსამართლობაში! მხოლოდ უსამართლობა რომ იყოს მიზეზი და არა დესპოტიზმი, შესაძლებლობა გვექნებოდა უკეთესი მომავლის შექმნისა და არსებული მძიმე სიტუაციის გამოსწორებისა. მაგრამ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავთ არა მხოლოდ სტუდენტები, თავად ლექტორები. ბატონ გოჩა ბარნოვის განთავისუფლება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ დესპოტიზმის გარდაქმნა სიკეთით არც ისე მარტივი საქმეა.

აკადემიაში არსებობს სამწუხარო რეალობა, რეალობა იმისა რომ იქ მყოფნი ბევრი რამის გამო თავს იკავებენ: შემოსავალი, შეჩვეული კომფორტი, დაუმსახურებელი პატივი და ა.შ. ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობა იმდენად დიდი დანაშაული არ არის აკადემიის ,,კედლებისა”, რამდენადაც სტუდენტთა სულის დემორალიზება, ლექტორების რეპრესია და მათ წინააღმდეგ საბჭოური მეთოდებით ბრძოლა. აკადემიაში პრობლემის გამოსწორება დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად მივხვდებით რომ იქ სტუდენტები რომელიმე კონკრეტული პირის კუთვნილებას არ წარმოადგენენ. შიშის, ტერორის, წნეხისა და ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანები ვერასდროს შექმნიან თავისუფლებისა და სიყვარულის შესახებ ოდებს, რაც ყველა ქრისტიანისთვის ასე ძალზედ აუცილებელია.

პრობლემის გადაჭრა მაშინ დაიწყება, როდესაც მოაკლდება ხელის შემშველებელი და ცოდვის დამფარველი. ჩვენი პიროვნული კონფორტის ფასად უნდა დავიცვათ ის ახალგაზრდა თაობა, რომლებიც ზუსტად ვივით რას და ვის შეეწირებიან იქ ყოფნით. ჩვენ გადაწყვეტილების მიღება თუ გვსურს სწორად უნდა ვიმოქმედოთ და იმის იმედიც არ უნდა გვქონდეს რომ დღესვე და ამ წამს მოხდება ყველაფერი! შეიძლება ეს ჩვენს სიცოცხლეშიც არ მოხდეს, მაგრამ ჩვენი ქმედება და სიტყვა მომავალი თაობისთვის იქნება მაგალითი და გადაწყვეტილების მისაღებად დასახული სწორი გზა! ჩვენ, ყოველთვის ვართ გადაწყვეტილების ნაწილი! სანამ იქ მყოფი ლექტორები დანაშაულებრივი მართველობის ნაწილი არიან, მანამდე ვერც მიხვდებიან რომელია სწორი გადაწყვეტილება და რა სიხარული მოაქავს მტკიცე ნაბიჯს უსამართლობის წინააღმდეგ! ვიცი რა, უსამართლობის რა დონეა სასულიერო აკადემიაში გამეფებული, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ბატონ გოჩას! მან რაც გააკეთა სასულიერო აკადემიის სტუდენტებისათვის, აკადემიის ადმინისტრაციას ერთად აღებულს არ გაუკეთებია! ჩვენ ვიცით უცხოეთში გამგზავრება და სწავლის მიღება რამდენად რთულ და თითქმის შეუძლებელ პროცესებთან არის დაკავშირებული!

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: იწყება გუნდის გადაყვანა მრევლის მდგომარეობაში
შემდეგი სტატიაკოდორის ხეობაში ჯიქი მოკლეს