(ვიდეო) შირვანში სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად საწარმოს ორი თანამშრომელი დაიღუპა

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ შირვანში სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად საწარმოს ორი თანამშრომელი დაიღუპა, დაშავებულია 24 ადამიანი. ამჟამად შირვანის საავადმყოფოში ათი ადამიანი რჩება.

იარაღის საწარმოში ძლიერი აფეთქება ადგილობრივი დროით, 15:35 საათზე მოხდა, რის შემდეგაც ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარის შედეგად საწყობში საბრძოლო მასალები აფეთქდა.როგორც ადგილობრივი მედია იუწყება რამდენიმე საათის წინ კიდევ ორი ძლიერი აფეთება მოხდა.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციის დროს მოხდა. გამოძიება ფეთქებათსაშიშ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისა და დაუდევრობის მუხლით მიმდინარეობს.

 

https://youtu.be/puk-D2reTHc

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებულმა ჯგუფმა ერევანში უმისამართო სროლა დაიწყო
შემდეგი სტატიაკიევი მედვედევის სევასტოპოლში ვიზიტს აპროტესტებს