შიო ხეცურიანმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სასტუმრო”რუმსში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხეცურიანმა საკუთარი გადაწყვეტილების მთავარ მოტივად არასამართლიანი საარჩევნო გარემო დაასახელა.
“დღემდე არ ვიცით დელეგატების რაოდენობა, ვერ დავამარცხეთ პირადი ინტერესების გათვალისწინება და უსამართლობა და აქედან გამომდინარე, ვხსნი კანდიდატურას”, – განაცხადა ხეცურიანმა.

დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. კენჭისყრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პირველ საათზე დაიწყება.

გურასპაულის კანდიდატურა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა წამოაყენა, ხეცურიანის კი საკალათბურთო კლუბმა “მგზავრებო-არმიამ”.

banner
წინა სტატიაშიზოიძე: წამლების ფასები უნდა შემცირდეს
შემდეგი სტატია‘’მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რომ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს დაეხმაროს”-ზურაბ ჭიაბერაშვილი