შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ამოქმედებული ჭკვიანი კამერების რიცხვი 248-მდე გაზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეიდან თბილისში სიჩქარის მზომი კიდევ 6
“ჭკვიანი კამერა” აამოქმედა-ამის შესახებ “თაიმერს” შსს-დან აცნობეს

მათი ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე “ჭკვიანი კამერები” დაემატა. ამ
დროისთვის თბილისში ჯამურად 248 ე.წ. “ჭკვიანი კამერა,” მათ შოროს სიჩქარის
მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით, შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრი
საავტომობილო გზა კონტროლდება.

დღეიდან დედაქალაქში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია შემდეგ
ადგილებში ამოქმედდა:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე,
(ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80
კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული
სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – ევროპის ქუჩის დასასრულამდე,
(ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან – ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე
(ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან – ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე
(ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

როგორც უწყებაში აცხადებენ ,შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და
სიჩქარის მზომი რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის
ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე,
ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია ჯამში 1200 ჭკვიანი
ვიდეოკამერის ამოქმედება.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი – ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ ჩანაწერების გაკეთებაში ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი – ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო, ოქუაშვილმა მთხოვა, გავყოლოდი ბიჭებს, რათა ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ