შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 5 ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს ქურდობის ფაქტები: ბათუმში – 3,
შიდა ქართლში -1, ხოლო ქალაქ ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6
პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1998 წელს
დაბადებულმა ნ.ქ.-მ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ
კორპუსში მდებარე 3 ბინა გაქურდეს, საიდანაც, დაახლოებით, 4000 ლარის
ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა
ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმავე კორპუსის მიმდებარე
ტერიტორიაზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოპარული ნივთები
ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, წარსულში
ნასამართლევმა ა.ზ.-მ გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ერთ-ერთი მოქალაქის
საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. DVD-ფლეიერი, ვიდეომაგნიტოფონი, სეტთოფბოქსი
მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული
გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი
ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ, 1982 წელს
დაბადებულმა გ.გ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა
ფ.ს.-მ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“ ძვირადღირებული ე.წ.
„ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის
რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიაპოლიტიკურ ლიდერთა საბჭო განცხადებას ავრცელებს