შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 93 ნარკორეალიზატორი დააკავა და 33 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 93 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 33
კილოგრამი „ჰეროინი“, 3 კილო და 500 გრამი „კოკაინი“, 11 ათასი აბი
„სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500
გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს